ახალი ამბები

ლაგოდეხში ფესტივალი გაიმართება

ღონისძიება ჩატარდება ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ინიციატივით. ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გასართობი პროგრამების გარდა გაიმართება ლუდის ფესტივალი, ფიგურული სლალომის ტური და პარკურის ჩემპიონატი. 
,,ღონისძიებები 10:00 საათიდან ავტომოყვარულთა რეგისტრაციით გაიხსნება. 12:00-დან აქტივობები გაგრძელდება შეჯიბრით ფიგურულ სლალომში, რომელიც 15:00 საათზე დასრულდება. 16:00 საათზე დაიწყება ლუდის ფესტივალი, ხოლო 17:00-დან 20:00 საათამდე ჩატარდება პარკურის ჩემპიონატი. ფესტივალს დასასრულს, 21:00 საათიდან, დამსწრეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ კლუბურ მუსიკას. ლაგოდეხში მსგავსი მასშტაბის ფესტივალი პირველად გაიმართება”,- განაცხადეს ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრში.