NDI: 66% საქართველოში საკვების უსაფრთხოებას ძალიან პრობლემატურად მიიჩნევს
28% ფიქრობს, რომ ეს საკითხი მეტ-ნაკლებად პრობლემატურია, 5%-ის აზრით კი, არ არის პრობლემატური.
კახეთში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ სურსათის უვნებლობა ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქვეყნის წინაშე. ადგილობრივები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები რეგულარულად უნდა შეამოწმოს.
“არ ვიცით, რას ვჭამთ. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა ბაზარში. იქ ყველის, ხორცის და კიდევ სხვა პროდუქტების ყიდვა არ შეიძლება. აერთადერთი შეძლება იყიდო მწვანილი. ხილი ად ბოსტნეულიც არ ვიცით რით არის შეწამლული და უსაფრთხოა თუ არა ჩვენი ჯანმრთელობისთვის. სახელმწიფომ უნდა გაამკაცროს წესები და ბაზრები მუდმივად უნდა შეამოწმოს. ბაზრის გარეთ ხომ არაფრის ყიდვა არ შეიძლება”, – განუცხადა knews.ge-ს ახმეტაში მცხოვრებმა ზაქრო ვალაშვილმა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. კვლევაში ცდომილების ზღვარი +/-1,9%-ია.