ახალი ამბები

თელავში ძმის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, მან 29 ივლისს საკუთარ ძმას ჭრილობა კისრის არეში მიაყენა. შსს-ს ცნობით, მ.თ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.თ.-ს თელავის რაიონის სოფელ კურდღელაურში ძმასთან – 1968 წელს დაბადებულ ა.თ.-სთან ურთიერთშელაპარაკება მოუხდა. მოგვიანებით, კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც მ.თ.-მ ცივი იარაღით ა.თ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა. დაჭრილი ა.თ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
უწყების ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.