ახალი ამბები

თელავის თეატრი მე-4 საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

როგორც knews.ge-ს თელავის თეატრში განუცხადეს, თეატრალური დასი 22 ივლისს წარადგენს სპექტაკლს “კაცია – ადამიანი?!”. წარმოდგენის რეჟისორია ლევან წულაძე. ფოთის თეატრის დირექტორ თენგიზ ხუხიას ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში უკრაინის, ირანის, ინგლისის, პოლონეთისა და საქართველოს რეგიონული თეატრების 16 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. მისივე თქმით, თეატრის ავარიული შენობის გამო წარმოდგენები სხვადასხვა ლოკაციაზე და ქალაქგარეთ ჩატარდება.