ახალი ამბები

სიღნაღში ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

როგორც ტურიზმის ცენტრშ აცხადებენ, სიღნაღით ყოველწლიურად მეტი ტურისტი ინტერესდება. 

,,2017 წელს სიღნაღს 3087 ტურისტი ეწვია, 2018 წლის იანვრიდან დღემდე კი, მათი რაოდენობა 4200-მდე გაიზარდა. ეს არის იმ ტურისტების შესახებ ინფორმაცია, რომლებმაც ისარგებლეს სიღნაღში მდებარე ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მომსახურებით, თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მეტია”, – განაცხადეს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა.

სიღნაღში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელის, ანა ელიზბარაშვილის თქმით, მათ მუშაობის პრობლემა არ შექმნიათ.

,,ბოლო პერიოდში სიღნაღში საოჯახო სასტუმროების რიცხვმა საგრძნობლად მოიმატა. წელს, უფრო მეტი ტურისტია. ჩემი სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ტურისტების რაოდენობაც შესაბამისად მზარდია”,– განაცხადა ანა ელიზბარაშვილმა.