თელავში ლუდის ფესტივალი გაიმართება
„Bavaria-ს ლუდის ფესტივალი საქართველოში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. სს „ქართული ლუდის კომპანია“ Bavaria-სთან ერთად ამ წამოწყებით ამაყობს, მით უმეტეს, რომ შევძელით რეგიონებში გარკვეული მუხტი შეგვეტანა. 22 ივლისს უკვე რიგით მეოთხე პრიზს გავათამაშებთ და ყველა მოგებული ერთად ჰოლანდიაში გაემგზავრება. Bavaria-ს ლუდის ფესტივალზე მოსული ადამიანი ნამდვილად არ მოიწყენს – მის განწყობაზე ლუდთან ერთად ჯგუფი „ვაკის პარკი“ იზრუნებს“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი მიხეილ ქურდაძე.
Bavaria-ს ლუდის ფესტივალი თელავში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე 18:00 საათზე დაიწყება.