ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ ყვარელში საცხოვრებელი სახლები დატბორა

სტიქიის შედეგად სოფელ გავაზში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული, სარდაფები და საკარმიდამო ნაკვეთები დაიტბორა.
როგორც knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა, როსტომ სესიაშვილმა განუცხადა, სტიქიისგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია შეისწავლის. 
“გუშინ ღამე ძლიერი წვიმა იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში. წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლები და ასევე საკარმიდამო ნაკვეთები. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები, რომლებიც დაზარალებულებს წყლის ამოტუმბვაში ეხმარებიან. ამ ეტაპზე უცნობია ზარალის ოდენობა”, – განუცხადა knews.ge-ს როსტომ სესიაშვილმა.