ახალი ამბები

ახალი მთავრობა სპორტული ტურიზმის სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს

“ახალი მთავრობა სპორტული ტურიზმის სტრატეგიას შეიმუშავებს, რაც ქვეყნის პოპულარიზაციასთან ერთად, განაპირობებს ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას”, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
„ამ მიზნით გაგრძელდება მუშაობა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის მიმართულებით და შემუშავდება საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების გამართვის სტანდარტები“, – აღნიშნულია პროგრამაში.