ახალი ამბები

NATIONAL GEOGRAPHIC – საქართველო საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს შორისაა

ჟურნალი ეგზოტიკური ტურისტული ადგილების სიას ყოველ წელს აქვეყნებს. წელს ჟურნალმა 21 ლოკაცია შეარჩია, სადაც საქართველო მე-3 ადგილზე გავიდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ განვითარება საქართველოს დედაქალაქ თბილისს, განსაკუთრებულ ტემპს სძენს. National Geographic მკითხველს ურჩევს მიიღოს ტრადიციული ქართული გამოცდილება – 24 საათიანი გოგირდის აბანოები, ხინკალი და ლეგენდარული ადგილობრივი მოსახლეობის სტუმართმოყვარეობა ქაოტურად განვითარებულ ძველ თბილისთან ერთად. 
გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ სპარსული, არაბული, ბიზანტიური, ოსმალური, რუსული და საბჭოთა კავშირის ოკუპაცია განსაკუთრებულ გავლენას ახდენს თბილისის არქიტექტურაზე.