გურჯაანში სლოტ კლუბის 2 თანამშრომელს 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
როგორც Knews.ge-ს შსს-ში განიცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს მთავარი პრიკურატურის ინფორმაციით, 16 აპრილს ქალაქ გურჯაანში, ერთ-ერთი სლოტ-კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე კლუბის დაცვის თანამშრომლებსა და 2 პირს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა.
,,კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ბრალდებულებმა ვ.მ- ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო. ამ დროისთვის ვ.მ.-ს თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ინტენსიური მკურნალობა უტარდება”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.