ყვარელში, ილიას ტბასთან სასტუმრო აშენდება
როგორც knews.ge-ს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, სასტუმროს მოსაწყობად ინვესტორი მინიმუმ 5 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს და 40 ადამიანს დაასაქმებს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, პირობიან ელექტრონულ აუქციონზე, 152 000 ლარად, ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ არსებული 29 962 კვ.მ უძრავი ქონება უკვე გაყიდა.
“პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში უკვე გაყიდულია 50 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს”, – განაცხადეს ეკონომიკის სამინისტროში.