ახალი ამბები

“საგარეჯოში ერთ-ერთი ოჯახის გამოსახლება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო”

როგორც knews.ge-ს პარტიაში განუცხადეს, ურდულაშვილების ოჯახის გამოსახლება გუშინ იყო დაგეგმილი. 
„თავისუფალმა საქართველომ“ აღსრულების ადგილას გამართა საპროტესტო აქცია და პარტიის ძალისხმევით გამოსახლება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. „თავისუფალი საქართველო“ ჩაერთვება ოჯახისა და მევახშეს შორის მოლაპარაკებებში, რათა მიღწეული იყოს კომპრომისი – კრედიტორმა მიიღოს მისი კუთვნილი თანხა, ხოლო ურდულაშვილებს შეუნარჩუნდეთ მათი კუთვნილი სახლი“, – განაცხადეს პარტია „თავისუფალ საქართველოში“.