ხვალ საგარეჯოს 8 სოფელს გაზმომარაგება შეუწყდება
როგორ knews.ge-ს “სოკარ ჯორჯიაში” განუცხადეს, აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვის მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
“აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 19 აპრილის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ. კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ “სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge.“, – განაცხადეს “სოკარ ჯორჯიაში”.