ახალი ამბები

ავარია ყვარელში – ოთხ დაშავებულს შორის ერთი ბავშვია

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ავარიის მიზეზი, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ. როგორც Knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება. მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.