სოფელ ჩალაუბანში დედათა და ბავშვთა თავშესაფრი ნაწილობრივ დაიწვა
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ხანძრის შედეგად დაიწვა საოჯახო ტექნიკა და ავეჯი, რომელიც თავშესაფრის ერთ-ერთ ოთახში იყო განთავსებული. დამწვარია, ასევე, შენობის ჭერი და აივანიც.
როგორც knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ხანძრის მიზეზი.
„ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრ-სამაშველო ბრიგადები. ცეცხლი მალევე ჩააქრო ოთხმა ბრიგადამ. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავიან დაშავებულა“, – განუცხადეს knews.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.