ახალი ამბები

ავარიელმა ბავშვება წიგნის კლუბი შექმნეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები  ავარული და ქართული თემების წარმომადგენელი უფროსკლასელები სხვადასხვა უნარებს ეუფლებიან. მონაწილეები გაეცნენ სხვადასხვა ტიპის აუდიტორიის წინაშე გამოსვლის სტრატეგიებს და ისეთ საკითხებს, როგორიცაა პრეზენტაციის მოსამზადებელ პროგრამაში მუშაობა, აუდიტორიასთან კონტაქტი, ნერვიულობის დაძლევა და ა.შ. ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ჯგუფურად მომზადებული პრეზენტაციები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, როგორიცაა, მაგალითად, გენდერული თანასწორობა, უცხოს მიმართ მიმღებლობა და სიტყვის თავისუფლება. 

 კონკურსის შედეგად გამოვლინდა ორი ჯგუფი, რომელთა წევრებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები, რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა და კონრად ადენაუერის ფონდმა სამხრეთ კავკასიაში დააწესა. 

 შეხვედრის დასასრულს,  ახალგაზრდებს გადაეცათ წიგნები, რომლებიც გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მოსწავლეებმა და ამავე სკოლის ბიბლიოთეკამ შეიძინა.

 ექსპრომტად შეიქმნა წიგნის სასკოლო კლუბიც, რომელიც პროექტის დასასრულამდე იმუშავებს.  მინი- ბიბილიოთეკა მოიცავს თანამედროვე ლიტერატურას მოზარდებისთვის ქართულ და ინგლისურ ენებზე.

როგორც პროექტის გუნდში აცხადებენ, ტრენინგის მიზანია, ერთი მხრივ, დაეხმაროს უფროსკლასელებს უცხოსადმი ნეგატიური სტერეოტიპის გადალახვაში, მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყოს ეთნიკური ქართველი და ავარიელი ახალგაზრდების დაახლოვებასა და გაცნობას.

 პროექტს ახორციელებს „მშვიდობის, დემორკატიის და განვითარების გავკასიური ინსტიტუტი“, რომელსაც ფინანსურ დახმარებას უწევს   ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“.