ახალი ამბები

“შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ” – მიხაელ როთი ირაკლი კობახიძეს

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი პრემიერ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და “რუსული კანონის” უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

“ძვირფასო ირაკლი კობახიძე, დაუყოვნებლივ შეწყვიტე ძალადობა შენი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს აწყობენ ევროპული ღირებულებებისთვის. გაიწვიე უცხოელ აგენტთა კანონი! არ გაანადგურო საქართველოს მომავალი, რომელიც ევროპის გულშია!”, – წერს მიხაელ როთი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მთელი ღამე რუსთაველზე “რუსული კანონის” მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია 63 ადამიანი.

პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.