ახალი ამბები

თუშეთში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება

სასტუმრო ,,სამზეო” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გაიხსნება.

,,სასტუმრო, რომელიც შემოდგომიდან გაიხსნება, პირველ ეტაპზე 50-მდე ადამიანს დაასაქმებს და ტურიზმის სფეროს განავითარებს”, -აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

იანვრის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი.