ახალი ამბები

ლაგოდეხში ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 6-9 იანვარს, არადეკლარირებული ოქროსა (საერთო წონა 467.26 გრამი) და ვერცხლის (5.8 გრამი) ნაკეთობებს საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ლაგოდეხი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“, საქართველოს მოქალაქეების თ.ხ-ს, მ.ძ-სა და მ.გ-ს, კუთვნილი ავტომობილებისა და ფიზიკური დათვალიერებისას მიაკვლიეს. უწყების ცნობით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 31,427.17 ლარი შეადგინა. 
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 31 ათას 427 ლარის ოდენობით შეეფარდათ.