ძველით ახალი წლის ღამეს კახეთში თოვლია მოსალოდნელი
როგორც Knews.ge–ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში განუცხადეს, 14 იანვარს, კახეთში, მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა, ბარში, დღის საათებში, +1 გრადუსამდე გათბება.
,,აღმოსავლეთ საქართველოში, დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +7 გრადუსამდე მოიმატებს. 13 იანვარს, გვიან ღამე, ცალკეულ რაიონში ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია მცირე ნალექი, უმეტესად თოვლის სახით და ნისლი. 13–დან 17 იანვრის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით –4 გრადუსამდე დაეცემა. ამის შემდეგ რამდენიმე დღე კვლავ სითბო იქნება, ხოლო შემდეგ მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა”, – განუცხადეს Knews.ge–ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურში.