სასამართლომ ახმეტაში დაკავებულ ზურაბ იდოიძეს პატიმრობა შეუფარდა
მას პროკურატურა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების დახმარებას ედავება. როგორც მისმა ადვოკატმა დავით მოდებაძემ knews.ge-ს განაცხადა, იდოიძე დანაშაულს არ აღიარებს.
”სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. ზურაბ იდოიძეს ბრალი გუშინ წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით, რომელიც ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს. ის კვლავ დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს. საქმის მასალებს დეტალურად გავეცნობი და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ“, – განუცხადა knews.ge-ს დავით მოდებაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ზურაბ იდოიძე 2018 წლის 9 იანვარს ახმეტაში დააკავა. სოფელ ომალოში ბრალდებულის კუთვნილ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.