თელავში თუშური ქუმელი გაიყიდება
ქუმელს სპეცილურ პაკეტებში ახმეტის მუნიციალიტეტის სოფელ ზემო ალვანში მცხოვრები ლევან მიქელაძე ამზადებს. როგორც knews.ge-ს მიქელაძემ განუცხადა, ქუმელის ფასი 3,5 ლარია.
„ქუმელი აქამდე მხოლოდ ახმეტაში იყიდებოდა. ქუმელის ყიდვის მსურველები ხშირად სახლშიც მაკითხავენ. 1 იანვარიდან თბილისში იიდება. ახლა უკვე თელავში გაიყიდება“, – განუცხადა knews.ge-ს ლევან მიქელაძემ.
მიქელაძე 6 წელია ტრადიციულ თუშურ დელიკატესს უძველესი მეთოდით აწარმოებს. მისი ინფორმაციით, ქუმელს ამზადებს მხოლოდ ქერის მოხალული მარცვლებისგან და მის შემადგენლობაში სხვა მარცვლეული კულტურები არ შედის.
„ქუმელი არის ტრადიციული თუშური საკვები. ჩვენი წინაპრები ოდითგანვე მთაში, ბარში ამზადებდნენ, მიირთმევდნენ. ნაღდი ქუმელი მზადდება ქერისგან, რატომ? თუშეთში ადრე მხოლოდ ქერი და შვრია მოდიოდა. იქ არც სიმინდი მოდიოდა და არც ხორბალი, რადგან თუშეთი ზღვის დონეზე ძალიან მაღლა მდებარეობს. ეხლა კი ურევენ ხორბალს, სიმინდს. ასაკიანებისთვის მშვენიერი საჭმელია. ჩვილი ბავშვის კუჭი ვერ ინელებს და ამის მირთმევა უჭირს. შესაძლოა ძალიან ცოტა რაოდენობით გაურიო თეთრი სიმინდი, რომელიც არის მსუბუქი, ყვითელთან შედარებით მძიმეა. რაც მე წავიკითხე და წინაპრებმა გადმომცეს, ნატურალური ქუმელი ქერისგან მზადდება “, – ამბობს მიქელაძე.
ქუმელისგან ჩვილებისთვის ამზადებენ ფაფებს, ასევე, წყალში მოზელილ გუნდებს ე.წ. გორდილებს, რომელსაც მწყემსები საკვებად იყენებენ.