სოფელ ნაფარეულში 20 წლის გოგონას 10 დღეა ეძებენ
როგორც knews.ge-ს ნაფარეულის ადმინისტრაციულ ცენტრში თელავის მერის წარმომადგენელის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ბაინდურაშვილმა განუცხადა, თიკო ხუციშვილი ათი დღის წინ გაუჩინარდა და მას შემდეგ გოგონა არავის აღარ უნახავს.
„თიკოს აქტიურად ეძებენ. როგორც ვიცი, 2 იანვარს გავიდა სახლიდან და მას შემდეგ ის არავის აღარ უნახავს. სოფელში ვარაუდობენ, რომ თიკო შეყვარებულთან არის. მე ამ ვერსიას უფრო ვიზიარებ. არაფრით არ მგონია, რომ ის ვინმეს მოეტაცებინა“, – განუცხადა knews.ge-ს ნინო ბაინდურაშვილმა.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები, რომლებშიც სამართალდამცავები აქტიურად არიან ჩართულები. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.