ახალი ამბები

თელავის თეატრში სპექტაკლი ,,ჯაყო” გაიმართება

წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ ცხინვალის ივანე მაჩაბელის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები. სპექტაკლის რეჟისორია გოჩა კაპანაძე. ბილეთის ფასი 5 ლარია. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელ: 555 58 23 23.