ახალი ამბები

ბუტიკ-სასტუმრო სიღნაღში

21 ნომრიანი სასტუმრო 2012 წელს გაიხსნა. “რედიქს ჯგუფის” მენეჯერის, ქეთევან ბოკუჩავას თქმით, სასტუმროში მოწყობილია როგორც სტანდარტული, ისე დელუქსნომრები და აპარტამენტები, რომლებიც კონფიგურაციით განსხვავებულია, თუმცა საერთო სტილი და ხასიათი ყველგან შენარჩუნებულია. მისივე ინფორმაციით, სასტუმროს მომსახურებაზე მოთხოვნა ყოველდღიურად მატულობს.
,,სიღნაღში იმ დროისთვის არ იყო მაღალი ხარისხის სასტუმრო და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეირჩა ეს ქალაქი სასტუმროს მშენებლობისთვის. სასტუმრო გათვლილია ყველა სეგმენტზე, როგორც ქართველ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე. გამომდინარე იქიდან, რომ სასტუმროს ბრენდს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მომხმარებელს მაღალ, საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას ვთავაზობთ, როგორც უცხოელების ისე ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მოთხოვნა საკმაოდ დიდია. შემიძლია ვთქვა, რომ მოთხოვნა 60%-40%-ზეა. სასტუმრო მომსახურების გარდა, გვაქვს სპა მომსახურება, სადაც დამსვენებლებს ექსკლუზიურად ვთავაზობთ ბრიტანული ბრენდის ელემისის პროდუქტებს, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია შესული, ასევე გვაქვს აუზი, საუნა, უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი ფიტნესდარბაზი, ღვინის ბარი ტერასაზე, რესტორანი, საიდანაც ჩანს ალაზნის ულამაზესი ველი. ამ ყველა მომსახურების გარდა, დამსვენებლებს ვთავაზობთ სხვადასხვა ტურს როგორც რეგიონის, ისე საქართველოს მასშტაბით’’, – განაცხადა ქეთევან ბოკუჩავამ.