სოფელ ძველ ანაგაში სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს
როგორც Knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, პროექტის ფარგლებში მოეწყობა როგორც ფოლადის სადაწნეო, ასევე, გამანაწილებელი მილსადენი, დამონტაჟდება წყალმიმღები კვანძი, ტუმბო აგრეგატები და რეზერვუარი.
“სამუშაოები ითვალისწინებს სატუმბი ტერიტორიის შემოღობვას. ჩატარდება სატუმბი სადგურის ელექტროენერგიით უზრულველსაყოფი ღონისძიებები. განხორციელებული პროექტის შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 1 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება”, – განუცხადეს Knews.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
პროექტს, რომლის ღირებულება 2 413 700 ლარია, სოფლის მეურნეობის სამინისტოს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.