ახალი ამბები

ლაგოდეხში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს ცეცხლი გაუჩნდა

ადგილობრივების ინფორმაციით, მათ აალება შენიშნეს და შესაბამის სამსახურს აცნობეს.
მათივე თქმით, შენობის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა დამწვარია ტაძარში არსებული ხატები და სხვა ნივთები, დაზიანებულია ეკლესიის ხის ჭერი. 
ადგილზე ლაგოდეხის სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. 
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ეკლესიის კედლები და იატაკი არ დაზიანებულა. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.
ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი საცეცხლურიდან გადმოვარდნილი ნამწვიდან გაჩნდა.