დედოფლისწყაროში 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 4,1 მაგნიტუდა შეადგინა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა 6 სექტემბერს, 21:43 საათზე, დაფიქსირდა.
ეპიცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროდან 33 კილომეტრში იყო. როგორც knews.ge–ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგენელმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ დედოფლისწყაროში მიწისძვრა 1-ელ სექტემბერსაც დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძვლავრე 3,8 მაგნიტუდა იყო.