სტატიები

გურჯაანში დამზადებული ღვინის კასრები ყაზახეთში გაიყიდება

საწარმოს „პროფესიონალური მეღვინეობის პროდუქტები“ დირექტორის, ვასილ კალანდაძეს განცხადებით, ღვინის კასრების საწარმოში დამზადებული ავეჯი გერმანიაში უკვე იყიდება.
,,პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარზეც. ვმუშაობთ შეკვეთებზეც. საწარმოში ვამზადებთ სავარძლებს, მაგიდებს, სანათებს, საათებს, სხვადასხვა სახის ავეჯს, სუვენირებს, სკამებს და სხვა. თავდაპირველად ჯერ მზადდება კასრი და შემდეგ ავეჯად გადაკეთდება’’– განაცხადა ვასილ კალანდაძემ.
საწარმო სხვადასხვა ფერის და სახეობის სასმელების დასავარგებლად სეზონზე მუხის 500 კასრს ამზადებს. 
,,კასრები იწარმოება ევროპული და ამერიკული მუხის მასალებისაგან რომელიც ღვინის, სპირტის და საკონიაკე მასალის დასავარგებლად გამოიყენება. ჩვენი ბაზარი ათვისებული გვაქვს და ვცდილობთ, საერთაშორისო ბაზრებზე გავიტანოთ ჩვენი პროდუქცია. ამ ეტაპზე გერმანიაში პატარა ზომის კასრები გაგვაქვს”.
საწარმოს ხარისხის კონტროლის მენეჯერის თორნიკე ჩუნთიშვილის ინფორმაციით, ამერიკული და ფრანგული ჯიშის მუხის მასალებით დამზადებული კასრების ფასი 500 – 550 ევროს ფარგლებში მერყეობს.
,,მცირე ზომის დეკორატიული მუხის კასრები ოფისების, მარნების გასაფორმებლად გამოიყენება. კასრები არის მაღალი ხარისხის, მაგრამ დაბალი ფასით გამოირჩევა. მეღვინეები გვიკვეთავენ, როგორი კასრი ჭირდებათ. სხვადასხვა სახის ღვინოსთვის განსხვავებული კასრებია საჭირო. მაგალითად, შავი ღვინოს დავარგებისთვის მეტად გამომწვარი კასრია საჭირო. კონიაკისთვის სულ სხვა ტიპის კასრი მზადდება”.
საწარმოს დირექტორი განცით, კასრის დამზადების პროცესში მონაწილეობა ყველა მსურვველს შეუძლია.
,,ახალი კასრის წარმოებას „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ გარეშე ვარ შევძლებდით, რადგან კედლებიც არ იყო შემორჩენილი, რის ბაზაზეც აშენდა საწარმო. თავიდან მხოლოდ კასრების აღდგენაზე გვქონდა გათვლა, მაგრამ კრედიტის დაფინანსებამ მოგვცა საშუალება რომ ახალი კასრები გვეწარმოებინა. საწარმოში მუშაობა სეზონურია, რადგან ღვინო როდესაც “დავარგდება” მაშინ სჭირდება კასრში დაძველებაც”, – აცხადებს ბიზნესმენი.
გერმანიისა და ყაზახეთის გარდა, საწარმოს წარმომადგენლები ღვინის კასრების ექსპორტის შესახებ მოლაპარაკებას საფრანგეთსა და თურქეთთანაც აწარმოებენ.