The Guardian-ის ღვინის ჟურნალისტის TOP-სამეულში კახური ღვინოები მოხვდა
“ღვინის ტრადიცია საქართველოში 8 000 წელიწადს ითვლის და აქ ხუთასამდე აბორიგენული ვაზის ჯიში ხარობს”, – წერს The Guardian-ი.
დევიდ უილიამსის მიერ შერჩეული სამი საუკეთესო ქართული ღვინო ასე გამოიყურება – თბილღვინო ქვევრის, ჯაყელების ხაშმის საფერავი “ხოხბის ცრემლები”, საფერავი შეარჩია. სამივე მათგანი კახეთის რეგიონშ იწარმოება.
თბილღვინო ქვევრის, კახეთი 2015
არსებობს ღვინოები, რომლებიც მხოლოს მას შემდეგ შემიყვარდა, რაც ის ქვეყნები მოვინახულე, სადაც მათ ამზადებენ. თუმცა არსებობს სხვა ღვინოებიც, რომლებიც ისეთ ადგილებში იწარმოება, სადაც არასოდეს ვყოფილვარ და სურვილი მიჩნდება, რომ წავიდე. ქართულ ღვინოებს ყოველთვის ასეთი ეფექტი აქვთ ჩემზე. ისინი იმდენად განსხვავებული და ორიგინალურია, რომ ზოგჯერ ვფიქრობ: ნეტა სად აკეთებენ ასეთ ღვინოებს?
ჯაყელების ხაშმის საფერავი, კახეთი 2011
ამ წითელმა ღვინომ კიდევ ერთხელ მომანდომა თბილისში ჩასვლა და იმ ქვეყნის მონახულება, სადაც ასეთ ღვინოებს აკეთებენ. ის დამზადებულია ადგილობრივი ჯიშის ყურძნისგან, სახელწოდებით “საფერავი” და ტანინის ისეთი ინტენსივობა აქვს, რომელსაც სხვაგან ვერსად ნახავთ. მასში თქვენ იგრძნობთ შავი ალუბლისა და მაყვლის გემოებს, იის სურნელსა და სხვა ბალახების არომატს.
“ხოხბის ცრემლები”, საფერავი, კახეთი 2015
ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი საქართველოს რვაათასწლიანი მეღვინეობის ტრადიციისა არის ამერიკულ-ქართული ერთობლივი წაროება სახელწოდებით “ხოხბის ცრემლები”. ქვევრი აქ ძალიან დიდ როლს ასრულებს მეღვინეობაში. ჩემი აზრით, ის მშვენივრად შეეხამება ნიგოზს, რომელიც ბლომადაა ქართულ კერძებში. თეთრი ღვინოები უფრო ნარინჯისფერისკენ იხრება, ალბათ იმიტომ, ქვევრში ყურძნის კანთან ერთად ღვინო დიდ დროს ატარებს. წითელ ღვინოებს ისინი არაფრით ჩამოუვარდება. ერთ-ერთი მათგანია “ხოხბის ცრემლების” ცოლიკოური 2015.
მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით