ახალი ამბები

ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს იაფი აგროკრედიტით სარგებლობა წელსაც შეეძლებათ

კახეთში იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვის მიზნობრიობით 15 თვიანია; რქაწითელის და კახური მწვანეს შესყიდვის მიზმნობრიობით სპირტად გამოხდის შემთხვევაში კი აგროკრედიტი 36 თვე გრძელდება.

,,სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ღვინის წარმოებისათვის – 20,000 – 10 000 0000 ლარი. სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძენს შეიძენენ და სპირტს აწარმოებენ, 20 000–დან 15 000 000 ლარამდე მერყეობს. როგორც ღვინის წარმოებისათვის ასევე სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში საწარმოების მიერ აღებული სესხის დაფარვა შესაძლებელია არასტანდარტული გრაფიკით”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლოს გადახდაზე განსაზღვრული იქნება არანაკლებ 2018 წლის 15 იანვრამდე, ხოლო სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში 2018 წლის 15 მაისამდე. დამატებითი ინფორმაცია მსურველებს შეუძილათ იხილონ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ–გვერდზე.