ქართული თხილი ჰონგკონგის ბაზარზე გაიყიდება
კომპანიის ინფორმაციით, პროდუქცია ექსპორტზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში გავიდა.
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით კომპანიამ 2017 წელს საკვები და სასმელი პროდუქტების წამყვან გამოფენებზე დუბაიში („Gulfood 2017“), ტოკიოში (Foodex Japan 2017) და ჰონგ-კონგში („Hofex 2017“) მიიღო მონაწილეობა, სადაც წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად შეძლო კიდევ ერთი ახალი საექსპორტო ბაზრის მოიძიება. კომპანია “ნატექსი/ნატსჯი” ქართული თხილის ექსპორტიორი მსხვილი კომპანიაა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანას ფლობს და ორიენტირებულია ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებაზე”, – განაცხადეს კომპანიაში.
კომპანია თხილის რამდენიმე სახეობის პროდუქტს აწარმოებს გაუტეხავი თხილის, ნატურალური თხილის გულის, მოხალული თხილის გულის, დაქუცმაცებული თხილისა და თხილის ფქვილის სახით. მათივე ინფორმაციით, კომპანია მომხმარებლებს განსაკუთრებული მეთოდით დამზადებულ პროდუქტს, კერძოდ კი თხილის პასტას სთავაზობს.
კომპანია „ნატსჯი“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ-ის „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში შეიქმნა.