თელავში წარმოებული ხელნაკეთი საპნები გაყიდვაში გამოვიდა
,,საპნებში ვიყენებ ბუნებრივ მასალებს როგორიცაა თიხა, სამკურნალო მცენარეები, ნახშირი და ა.შ. საპნები გამოირჩევა სასიამოვნო სურნელით. ნუ მოაკლებთ საკუთარ კანს სიამოვნებას და ზრუნვას“, – აღნიშნავს იდეის ავტორი თამარ მიქელაძე.
მისივე ინფორმაციით, ყველა საპონს თავისი დანიშნულება აქვს, ზოგიერთი მათგანი გამოიყენება კანის დატენიანებისთვის, აქვს დამამშვიდებელი და დამცავი ეფექტი, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და სისხლის მიმოქცევას.
“მაგალითად, შიის კარაქს, რაზედაც ერთ–ერთი საპონია დაზადებული კოსმეტიკურ საშუალებაში იყენებენ როგორც დაბერებისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ. საუკეთესო საშუალებაა მიმიკური ნაოჭების შესამცირებლად, ასევე თვალის გარშემო აქრობს სიშავეს. შამპუ კუმპაში შემავალი ორგანული ზეთები კი, თმას ხდიან რბილს, მბზინვარეს, სუფთას და ჯანსაღს. ყველა სახეობის საპონის შემადგენლობასა და მოხმარების წესების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კუმპა – ხელნაკეთი საპნების ფეისბუქ გვერდზე”, – ამბობს მიქელაძე.