ახალი ამბები

სოფელ საბუეში მამამთილმა რძალი სანადირო თოფით დაჭრა

შემთხვევა გუშინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაჭრილიქალბატონი გადაიყვანა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაულში ეჭვმიტანილი მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან გაქცევას შეეცადა, მაგრამ პოლიციამ მისი დაკავება მოახერხა. 
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.