ახალი ამბები

ახმეტაში თუშური სახლის გახსნა იგეგმება

კოოპერატივ ,,ნერგების” თავმჯდომარის, დალი ვეშაგურიძის ინფორმაციით, თუშურ სახლში ნებისმიერ მსურველს დასვენება და ამავე დროს საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობაც შეეძლება. 

,,სათბურთან ახლოს მე-19 საუკუნეში აშენებული ხის ჩუქურთმებიანი, ბუხრიანი ლამაზი სახლი დგას. გვინდა შევისყიდოთ და სხვადასხვა ღონისძიება დავგეგმოთ. გვინდა, რამდენიმე ოთახი მოვაწყოთ საცხოვრებლად, სადაც ნებისმიერ მსურველს ჩვენთან ჩამოსვლა, გაჩერება, საქმეში მონაწილეობის მიღება და დასვენება შეეძლება“, – განუცხადა knews.ge–ს დალი ვეშაგურიძემ.