ახალი ამბები

ლოპოტაზე 5 მილიონ 400 ათასი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება

ფონდმა ხელი მოაწერა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან” პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიც ლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო კომპლექსის არსებული ინფარსტრუქტურა დაათვალიერა. მისი თქმით, იმედია გაფართოების შემდეგ, მრავალფუნქციური კომპლექსი კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს.
,,სასტუმრო კომპლექსის გაფართოება ითვალისწინებს დამატებით 85 სასტუმრო ნომერს, ადმინისტრაციულ შენობას, 300 ადგილიან საკონფერენციო დარბაზს, შატოს, რესტორანს, კაფე-ბარს, ფიტნეს კლუბს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს. მალე ჩვენ გვექნება პრაქტიკულად სრულიად ახალი, გაცილებით უფრო მასშტაბური, დახვეწილი, ყველა კომპონენტის მქონე ტურისტული მიმართულება-ლოპოტა, სადაც განთავსდება საკონფერენციო დარბაზები,საცურაო აუზები, იქნება ღვინის წარმოება და შატო. ეს არის ინვესტიცია სახელმწიფოსთან ერთად და ვფიქრობ, რომ ძალიან წარმატებული პროექტია. ამ კომპლექსის განვითარება არის კერძო ბიზნესის დამსახურება, სახელმწიფო დაეხმარა იმ ნაწილში, რომლის განვითარებაც საჭიროდ ჩათვალა,”- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
საპარტნიორო ფონდმა „ლოპოტა ინვესტმენტთან” ერთად უკვე დააფუძნა ერთობლივი კომპანია – შპს ლოპოტა. სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს კომპანია CIC, ხოლო მშენებლობას ზედამხედველობას გაუწევს კომპანია Colliers. მშენებლობაზე რამდენიმე ათეული ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს გახსნა 2018 წლის ბოლოს იგეგმება.