ახალი ამბები

კოლეჯ აისში „ცოფის ვირუსის დაავადების“ შესახებ მასტერკლასი ჩატარდა

შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესიული სასწავლებლის კაჭრეთის, ქვემო ალვანისა და დედოფლისწყაროს სამივე ფილიალის სტუდენტები და ლექტორები, რომლებმაც ლაბორატორიის დირექტორისგან მიიღეს ინფორმაცია, თუ რა მიმართულებებით მუშაობს ლაბორატორია და რა პროცედურებს მოიცავს პრაქტიკების გავლა. 

ლაბორატორიის ვეტერინარ-სპეციალისტმა, გაგა ოსიაშვილმა „ცოფის ვირუსის დაავადების“ შესახებ მასტერკლასი ჩაატარა. შეხვედრა ინეტრაქტიურ რეჟიმში გაიმართა და დაინტერესებული პირებმა სხვადასხვა ვეტერინარული დაავადების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

,,განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობითა და მათი უშუალო კოორდინირებით ყოველწლიურად ხდება მაღალი შეფასების მქონე სტუდენტების განაწილება ყველა სადიაგნოსტიკო დეპარტამენტში. დარგის სპეციალობების მიხედვით, მათ შესაძლებლობა აქვთ უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნონ და უშუალო მეთვალყურეობის ქვეშ, თავადაც ჩაერთონ სხვადასხვა ექსპრეს-ტესტის წარმოებაში. პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ლაბორატორიის საქმიანობის სამივე მიმართულებით, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის და სურსათის კვლევის ლაბორატორიებში. სახელმწიფო პროგრამების გარდა , სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია უშუალოდ თანამშრომლობს სხვადასხვა პროფესიულ სასაწავლებელთანაც და ხელს უწყობს საბუნებისმეტყველო დარგის პოპულარიზაციას”, – აცხადებენ კოლეჯში.