თელავში რამდენიმე ქუჩაზე გადაადგილება შუზღუდულია
ქალაქში ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. თელავში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქუჩები ჩახერგა. შედეგად ნაშალი და ქვაღორღი დაგროვდა.
knews.ge-ს ინფორმაციით, მუშაობა საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა უახლოეს საათებში აღდგება.