სეტყვამ თელავის რაიონის სამი სოფელი დააზარალა
როგორც Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე შათირიშვილმა განუცხადა, უხვმა ნალექმა სოფლებში საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები დაზიანდა. ამ ეტაპზე სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობა უცნობია.
„სოფელი ვარდისუბანი, შალაური და კურდღელაური დაისეტყვა. ჩემი ინფორმაციით, შალაურსა და კურდღელაურში ზარალი უმნიშვნელოა. შედარებით რთული მდგომარეობაა სოფელ ვარდისუბანში. ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ჰექტარი ვენახი დაისეტყვა. შესაბამისი კომისია ზარალს დაითვლის და ინფორმაციას მოგვიანებით გავავრცელებთ“, – განუცხადა knews.ge-ს ალექსანდრე შათირიშვილმა.