ახალი ამბები

თელავში ფშაველის ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაგეგმილი საქმიანობა ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მდინარე სტორზე საათობრივი რეგულირების 20.03 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას.
საჯარო განხილვაზე დასწრება და პროექტთან დაკავშირებით საკუთარი აზრის დაფიქსირება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.