ლოპოტა რეზორტი ევროპული ტიპის კურორტად ჩამოყალიბდება
სამშენებლო სამუშოებს სამშენებლო კომპანია CIC Group-ი განახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი სულხან გოგიბერიძე განმარტავს, რომ პროექტი დამუშავების პროცესშია.
,,კომპანია სამშენებლო-მოსამზადებელ სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებს და სავარაუდოდ, 13 თვეში დაასრულებს. „ლოპოტა რიზორტს” სამი სასტუმრო კომპლექსი 100 ნომრით, ორი რესტორანი და აუზი დაემატება”, – აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
მისივე განცხადებით, სამშენებლო სამუშაოები არსებული კომპლექსის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის.