ახალი ამბები

გურჯაანში ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები და ხეები დაგლიჯა

,,ტრანსპორტიდან დავინახე, რომ გურჯაანის შესასვლელთან, ახტალის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალწლოვანი ხე იყო მოგლეჯილი, რომელიც ტრასაზე ეგდო. სახლში რომ მივედი, ჩემს ეზოში ალუბლის ხე დამხვდა მოგლეჯილი, ასევე სხვა ნარგავები და ელექტროსადენებიც დაწყვეტილია”, – აცხადებს Knews.ge-სთან ლუიზა დავითაშვილი. 

როგორც კახეთის ენერგოდისტრიბუციაში აცხადებენ, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და მისი დასრულებისთანავე აბონენტებს ელექტროენერგიის მოწოდება აღუდგება.

ფოტო: უჩა ქემაშვილი