გურჯაანში 5 ათასი სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო
,,გარემოს დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, გურჯაანში 5000 სახელობითი ნერგი გაიხარებს, რომელთა ზრუნვაზე სურვილი, როგორც სკოლის მოსწავლეებმა ასევე ადგილობრივებმა თავადვე გამოთქვეს. გარდა ამისა, მოეწყო დასუფთავების აქციაც,” – განაცხადა knews.ge-სთან დავით სონღულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 47 წლის წინ, ამერიკაში დედამიწის საერთაშორისო დღე პირველად აღნიშნეს. საქართველო კი ამ ღონისძიებას 1990 წლიდან შეუერთდა.