ახალი ამბები

თბილისში მომხდარ ავარიას 27 წლის თელაველი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

როგორც knews.ge-ს გარდაცვლილის მეზობლებმა განუცხადეს, ბოჭორიშვილი გადაჭარბებული სიჩქარით ბმოძრაობდა მოტოციკლით, რომლის დროსაც ის სამარშრუტო ტაქსს შეეჯახა. ბექა ბოჭორიშვილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია გარდაცვალება.