კახეთში ძლიერი ქარი და წვიმაა მოსალოდნელი
,,აღმოსავლეთ საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან დაიწყება შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. მოსალოდნელია ტემპერატურის მნიშვნელოვანი კლება, ძლიერი ქარი და წვიმა. 23 აპრილს შედარებით გამოიდარებს, მაგრამ დღის მეორე ნახევრიდან კვლავ უამინდობაა მოსალოდნელი”, – აცხადებენ სინოპტიკოსები.