ახალი ამბები

ლაგოდეხის ნაკრძალში ფოტომახემ სამფეხა ჯიხვი გადაიღო

როგორც knews.ge–ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში განუცხადეს, პირველდად ფოტომახემ სამფეხა ჯიხვი 2016 წლის 7 ივნისს დააფიქსირა.

“ბუნებაში ტრამვირებული და სუსტი ცხოველები მოწყვლადები არიან და ხშირად მტაცებლების მსხვერპლნი ხდებიან. ასევე ჯიხვებს საკმაოდ რთულ რელიეფზე უწევთ ცხოვრება. გასაოცარია ამ ჯიხვის სიცოცხლისუნარიანობა. ამ ჯიხვი სიცოცხლისუნარიანობამ გაგვაოცა, განმორებით 5 თვის შემდგომ 2016 წლის 24 ნოემბერს ეს ჯიხვი კვლავ მოხვდა ფოტომახის კადრში. ვიზუალური შეფასებით ჯიხვი კარგ ფორმაში იმყოფება“, – განუცხადეს knews.ge–ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში.