სოფელ აფენში მერაბ ფერაძის სამედიცინო ცენტრი დაიხურა
გავრცელებული ინფორმაციით, ფერაძის სამედიცინო ცენტრს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რაც, სავარაუდოდ, სამედიცინო დაწესებულების დახურვის მიზეზი გახდა. სამედიცინო ცენტრის ყოფილ თანამშრომლებს კი რამდენიმე თვეა კუთვნილი ხელფასი არ აუღიათ. ისინი საკითხზე კომინტირებისაგან თავს იკავებენ. მერაბ ფერაძის სამედიცინო ცენტრი სოფელ აფენში 2014 წლის სექტემბერში გაიხსნა.
შეგახსენებთ, რომ მერაბ ფერაძე დაკავებულია და პროკურატურა მას 2648 მეანაბრის მოტყუებასა და 76 მილიონის უკანონო მითვისებაში ედავება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომპანიის ფაქტობრივი მმართველი მერაბ ფერაძე და დირექტორი თამაზ ლობჟანიძე 17 დეკემბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ მოქალაქეთა კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მერაბ ფერაძესა და თამაზ ლობჟანიძეს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.