გურჯაანში ოჯახის წევრეზე ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს
როგორც knews.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თამაზ ნ–ს ოჯახის წევრებზე ძალადობა ედება ბრალად. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ძალადობას გულიხმობს. ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.