კახეთში სტიქიური ნაგავსაყრელები სუფთავდება
,,ერთი თვის განმავლობაში დასუფთავდა თელავის თემის სოფლებში კურდღელაური, წინანდალი და შალაური მდენარე ნაგავსაყრელები. პარალელურად სოფელ წინანდლისა და კურდღელაურს ნაგვის ურნები გადაეცა. შეგროვილი 200 მეტრ კუბი ნარჩენი განთავსდა თელავის ნაგავსაყრელზე.
2015-2016 წლებში კი პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების ჯოყოლოს, დუისის და ხალაწნის ასევე თელავის თემის სოფელ აკურის, ართანისა და ბუშეტის არალეგალური ნაგავსაყრელების დასუფთავება და მათი ფუნქციების შეცვლა გამწვანებითი სამუშაოების შესრულებით”, – განაცხადა სუხიტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, რეგიონის მუნიციპალიტეტები მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების მომზადებაზე მუშაობენ.
აღნიშნულ პროექტს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზიების ქსელი და ICMA, თელავის მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით ახორციელებს. პროგრამის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ს განვითარების სააგენტო (USAID).
ფოტოები: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზიების ქსელი