კახეთში 11 სასტუმრო ფასდაკლებების კვირეულში ჩაერთო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Discount Week მრავალეტაპიანი პროექტია, რომელიც მოიცავს საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ რეგიონში სასტუმროს სერვისით ფასდაკლებით სარგებლობას.
პირველი ეტაპი კახეთის რეგიონში ჩატარდება და ფასდაკლებები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
,,პროექტში ჩართულია 11 სასტუმრო, მათ შორისაა: შატო მერე, როიალ ბატონი, ამბასადორი, ლოპოტა, ყვარლის ტბა, ძველი თელავი, ყვარლის ედემი, შალოშვილების მარანი, კაბადონი, ალაზნის ველი, რჩეული მარანი. ეს სასტუმროები, ვიზიტორს სეზონზე გამოცხადებული ფასიდან სპეციალურ 25%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ. ფასდაკლების მისაღებად მომხმარებელმა სასტუმროს დაჯავშნისას უნდა წარმოადგინოს სპეციალური პრომო კოდი”, – აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.